წყაროს ინფორმაციით, გუნდის წვეულება 13 დეკემბრისთვის იყო ჩანიშნული, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში "ვოლფსბურგთან" მარცხის (2:3) გამო ის აღარ ჩატარდება.
აღინიშნება, რომ გადაწყვეტილება ამის შესახებ გუნდის კაპიტანმა უეინ რუნიმ გუნდის რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად მიიღო. ფეხბურთელებს არ სურთ გუნდისთვის მძიმე პერიოდში წვეულებების მართვა.