"მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერები სავარჯიშო პროცესით უკმაყოფილონი არიან

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერები გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის სავარჯიშო პროცესით უკმაყოფილონი არიან.

როგორც Daily Mail-ი იტყობინება, "ნორვიჩთან" (1:2) განცდილი მარცხის შემდეგ უეინ რუნი, მაიკლ კერიკი, კრის სმოლინგი და ხუან მატა ჰოლანდიელს შეხვდნენ. ფეხბურთელებმა რთული ვარჯიშების გამო უკმაყოფილება გამოთქვეს, რის გამოც ხშირად ტრავმას იღებენ.

ვან გაალმა ფეხბურთელთა მოთხოვნები მიიღო: მხარეები ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრემიერლიგის მე-18 ტურში "სტოკთან" ვერგამარჯვების შემთხვევაში, ვან გაალი გუნდს დატოვებს.

17 ტურის შემდეგ მანკუნიანელები სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული