რონალდინიოს ინგლისური გუნდები ეპატიჟებიან

AutoSharing Option
ბრაზილიელ ფორვარდ რონალდინიოს ინგლისის გუნდები ეპატიჟებიან.

The Times-ს აღნიშნული ინფორმაცია რონალდინიოს ძმამ დაუდასტურა.

"ჩემი ძმა - მებრძოლია. მას უყვარს გამარჯვება და ჯერ კიდევ თამაში სურს. სერიოზული ტრავმები არასდროს ჰქონია და სხეული იდეალურ მდგომარეობაში აქვს. მიმაჩნია, რომ კიდევ 3-4 წელს ითამაშებს. ფული არაფერ შუაშია, ჩემს ძმას, უბრალოდ, თამაში სურს.

შემოთავაზებები ინგლისური გუნდებიდან გვაქვს და ვნახოთ,რა იქნება", - განაცხადა ბრაზილიელის ძმამ.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო ევროპაში სხვადასხვა წელს პსჟ-ის, "ბარსელონასა" და "მილანის" ღირსებას იცავდა. 2005 წელს ბრაზილიელმა "ოქროს ბურთი" მიიღო.

სექტემბერში "ფლუმინენსესთან" კონტრაქტის გაწყვეტის
შემდეგ 35 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ კაცის გამო დავიწყე ფეხბურტის ყურება, გაუჩო გაგვახარებს ფეხბურთის გულშემატკივრებს იმედია ..
ჩორნა
16:26 04-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული