მას ხმა გამოკითხვაში გულშემატკივართა 37-მა პროცენტმა მისცა. ეს რუნისთვის მეოთხე მსგავსი ჯილდოა.
გასულ წელს ინგლისის ნაკრებში რუნიმ 5 გოლი გაიტანა და საერთო მაჩვენებლით ინგლისის ნაკრების ბომბარდირთა დავაში ბობი ჩარლტონს გადაუსწრო.
ახალგაზრდულის საუკეთესო ფეხბურთელად კი "სტოკ სიტის" მეკარე ჯეკ ბატლენდი დასახელდა.