18 წლის ფეხბურთელი, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედი" 40 მლნ ევროს იხდის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, "ბენფიკას" ფეხბურთელში, რენატო სანჩესში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.

არადა, Transfermarkt-ი ფეხბურთელს სულ რაღაც 800 000 ევროდ აფასებს.

სანჩესით "წითელი ეშმაკების" დაინტერესების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ცნობილმა აგენტმა ჟორჟე მენდეშმა.

O Jogo-ს ცნობით, მენდეშმა აღნიშნა, რომ ინგლისური კლუბი მზადაა, თავდაპირველად 30 მილიონი ევრო გადაიხადოს და შემდეგ 10 მილიონი ბონუსების სახით.

18 წლის ნახევარმცველმა "ბენფიკას" მაისურით პორტუგალიის ჩემპიონატში 13 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ გავკადნიერდები (არც მაქვს უფლება) და მანჩესტერის ბოსების ჩანაფიქრს ან გადაწყვეტილებას არ გავაკრიტიკებ ამ ბიჭთან მიმართებაში,მაგრამ მე ეს უფრო მარკეტინგული სვლა მგონია.
sake
10:09 06-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული