ინფორმაციას ამის შესახებ The Sun-ი ავრცელებს.
2015 წელს ბრაზილიელს "ფლუმინენსესთან" კონტრაქტი დაუმთავრდა, რის შემდეგაც დღემდე ის თავისუფალი აგენტის სტატუსითაა და ახალი გუნდის ძიებაშია, სადაც კარიერას დაასრულებს.
წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტმა წელიწადში თავისი კლიენტისთვის 6 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოითხოვა. მისივე თქმით, რონალდინიო პრემიერლიგას კარიერის დასასრულებლად შესანიშნავ ადგილად მიიჩნევს. ამიტომ ალბათობა იმისა, რომ უახლოეს პერიოდში ბრაზილიელი "ნიუკასლის" მაისურს მოირგებს, საკმაოდ დიდია.