"ლესტერის" ფანი ვარ - მარკო ვერატი ინგლისის პრემიერლიგით აღფრთოვანებულია

AutoSharing Option
ფრანგული პსჟ-ის იტალიელმა ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ იმედი გამოთქვა, რომ ინგლისის პრემიერლიგას წელს "ლესტერი" მოიგებს.

"პრემიერლიგა - შესანიშნავი ჩემპიონატია და მას თვალყურს აქტიურად ვადევნებ. ეს სეზონი განსხვავებული და სიურპრიზებით აღსავსეა.

აღფრთოვანებული ვარ "ლესტერით" - ლამაზი ფეხბურთი, იტალიელი მწვრთნელი... გუნდი კი არა, ნამდვილი ზღაპარია, სადაც ყველა ერთმანეთს ეხმარება.

მე "ლესტერის" გულშემატკივარი ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონის ტიტული სწორედ მათი იქნება წელს", - თქვა ვერატიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული