ინგლისის ნაკრები: დრინკვოტერს ნაკრების წყალი დაალევინეს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა იმ ფეხბურთელების სია გამოამზეურა, რომლებიც უახლოესი ორი ამხანაგური მატჩისთვის შეარჩია. შეგახსენებთ, რომ 26 მარტს ინგლისელები ბერლინში, "ოლიმპიაშტადიონზე" ისტორიულ მეტოქე გერმანიას გაეჯიბრებიან, ხოლო 29-ში "უემბლიზე" სპარინგ-პარტნიორად ჰოლანდია ეყოლებათ.

მთავარი სიახლე დენი დრინკვოტერის მოწვევაა. თავის დროზე "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ დაწუნებულ ფეხბურთელს ძალიან კარგი სეზონი აქვს "ლესტერთან" ერთად და მან ეს შანსი ნამდვილად დაიმსახურა.

არ არის დაშავებული უეინ რუნი. ამავე მიზეზით ვერ ვხვდებით ჯეკ უილშირსა და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს, თუმცა მათზე ჰოჯსონმა აღნიშნა, რომ არსენ ვენგერს გაესაუბრა და
დამაიმედებელი ინფორმაცია მიიღო - წესით, მალე უნდა დაბრუნდნენ, თავის გამოჩენის შანსიც ექნებათო.

მეკარეები: ჯო ჰარტი (სიტი), ფრეიზერ ფორსტერი (საუთჰემპტონი), ჯეკ ბატლენდი (სტოკი)

მცველები: რაიან ბერტრანი (საუთჰემპტონი), ფილ ჯაგიელკა (ევერტონი), გარი კეჰილი (ჩელსი), ნათანიელ კლაინი (ლივერპული), დენი როუზი (ტოტენჰემი), კრის სმოლინგი (მანჩესტერი), ჯონ სტოუნსი (ევერტონი), კაილ უოკერი (ტოტენჰემი)

ნახევარმცველები: დელე ალი (ტოტენჰემი), როს ბარკლი (ევერტონი), ერიკ დაიერი (ტოტენჰემი), ჯეიმს მილნერი (ლივერპული), ადამ ლალანა (ლივერპული), დენი დრინკვოტერი (ლესტერი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), რაჰიმ სტერლინგი (სიტი)

თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ჯეიმი ვარდი (ლესტერი), დანიელ სტარიჯი (ლივერპული), დენი უელბეკი (არსენალი), თეო უოლკოტი (არსენალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული