როგორც გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება, გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს 23 წლის ფეხბურთელის დაბრუნებას. კონკრეტულად რა თანხას სთავაზობს "ბორუსია" მიუნხენელებს, არ სახელდება.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს გიოტცე "ბაიერნში" სწორედ "ბორუსიიდან" 37 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, ამ წლის იანვარში კი ფეხბურთელმა ღიად განაცხადა, რომ მზადაა, სხვა გუნდებისგან მიღებული შემოთავაზაბები განიხილოს. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 შეხვედრაში გერმანელის ანგარიშზე 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.