ჯანლუიჯი დონარუმა ლონდონის "ჩელსიში"?

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიმ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, შესაძლოა, იტალიური "მილანის" 17 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა შეიძინოს.

როგორც Daily Mail-ი იტყობინება, ლონდონელები 17 წლის მეკარეს ტიბო კურტუას პოტენციურ შემცვლელად განიხილავენ, რომელიც სეზონის დასრულებისთანავე, შესაძლოა, მადრიდის "რეალში" გადაბარგდეს.

წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბი დონარუმაში 38 მილიონ ევროს იხდის.