როგორც იცით, მას მუხლის ტრავმა აწუხებს და საკმაო ხანია, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ინგლისის ნაკრებს ვერ ეხმარება. 30 წლის თავდამსხმელმა, წესით, 16 აპრილს ბირმინგემის "ასტონ ვილას" წინააღმდეგ თამაში უნდა შეძლოს.
ერთი სიტყვით, იგი 12 მაისამდე 4-5 მატჩის ჩატარებას თუ მოასწრებს. 12 მაისს კი როი ჰოჯსონმა ინგლისის ნაკრების შემადგენლობა უნდა დაასახელოს, რომლითაც იგი საფრანგეთში გაემგზავრება. ეჭვი იმაში ალბათ ცოტას თუ ეპარება, რომ რუნი განაცხადში მოხვდება, მაგრამ რა სტატუსით, აი, ეს არის ახლა გასარკვევი.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუნიმ ეს ტრავმა 13 თებერვალს, "სანდერლენდთან" მატჩისას მიიღო. შეხვედრის 65-ე წუთზე მან შეცვლა ითხოვა, მაგრამ ლუი ვან გაალმა "შრეკი" აიძულა, ბოლომდე მინდორზე დარჩენილიყო...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"