"დორტმუნდმა" იურგენ კლოპს ფეხბურთელი ცხვირწინ ააცალა

AutoSharing Option
იურგენ კლოპის ერთ-ერთი პირველი შენაძენი უსმან დემბელე უნდა ყოფილიყო.

ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა თავდამსხმელი "რენის" აღზრდილია. 18 წლის ფეხბურთელმა ბრეტანელთა რიგებში ძალიან შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა ლიგა 1-ში.

"კლოპო" მზად იყო, დემბელეში 28 მილიონი გირვანქა გადაეხადა, მაგრამ გერმანელს ფრანგი ტალანტი იცით, ვინ წაართვა? დიახ... მისმა ყოფილმა კლუბმა "დორტმუნდმა". დემბელე ბორუსიელთა სათამაშო სქემაში, წესით, კარგად უნდა ჩაეწეროს.

უსმანი 15 მაისს 19 წლის ხდება. მან საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლი გაიტანა. დემბელემ "დორტმუნდთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ