ვინ იქნება ხოსეპ გვარდიოლას პირველი შენაძენი "მანჩესტერ სიტიში"?

AutoSharing Option
ხოსეპ გვარდიოლას პირველი შენაძენი "სიტის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, როგორც ჩანს, ილქაი გიუნდოგანი იქნება.

ინგლისური ჟურნალ-გაზეთების ცნობით, მხარეები გერმანიის ნაკრების 25 წლის ნახევარმცველის ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ.

"ქალაქელები" "დორტმუნდს" 20,1 მილიონ გირვანქას გადაუხდიან და ბონუსების სახით, შესაძლოა, კიდევ 1,5 მილიონი დაუმატონ.

ეს უკვე იმაზე იქნება დამოკიდებული, მოხიბლავს თუ არა ილქაი პეპს, ექნება თუ არა სათამაშო დრო და როგორ იბურთავებს იგი ახალი კლუბის მაისურით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული