ოფიციალურად: რაფაელ ბენიტესი "ნიუკასლში" დარჩა!

AutoSharing Option
ინგლისური "ნიუკასლის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბს მომავალ სეზონშიც რაფაელ ბენიტესი გაწვრთნის.

ესპანელმა სპეციალისტმა კლუბთან ახალი, 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გააგრძელებს მუშაობას გუნდთან, რომელიც პრემიერლიგიდან გავარდნისგან ვერ იხსნა.

კლუბის ხელმძღვანელობამ მას ამოცანად შემდეგ სეზონში სწორედ პრემიერლიგაში დაბრუნება დაუსახა.
ასევე დაგაინტერესებთ