რობერტო დი მატეო "ასტონ ვილას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

AutoSharing Option
ბირმინგემის "ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო დი მატეო დაინიშნა.

გავარდნილი გუნდი რამდენიმე კვირა არჩევდა ახალ თავკაცს და საბოლოოდ, იტალიელზე შეაჩერა არჩევანი, რომელმაც 2012 წელს ლონდონის "ჩელსისთან" ერთად, ყველასთვის მოულოდნელად, ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

დი მატეოს ასისტენტად სტივ კლარკი იმუშავებს, რომელიც დეკემბერში "რედინგიდან" გამოუშვეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ