"მანჩესტერ იუნაიტედი" იტალიელ ფეხბურთელში 100 მლნ ევროს იხდის

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პსჟ-ის იტალიელი ნახევარმცველის, მარკო ვერატის შეძენას აპირებს.

როგორც Corriere dello Sport-ი იტყობინება, "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მზადაა, იტალიელის სანაცვლოდ ფრანგებს 100 მილიონი ევრო გადაუხადოს, თავად ფეხბურთელს კი ხელფასის სახით წელიწადში 8,5 მილიონი ევრო შესთავაზოს.

23 წლის იტალიელს პსჟ-სთან მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული