ტიერი ანრი "არსენალის" ახალგაზრდული გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი აღარ არის. მას სურდა მუშაობის გაგრძელება, მაგრამ არსენ ვენგერმა მას ულტიმატუმის ფორმით მოსთხოვა, ან "სქაიში" ექსპერტად მუშაობა დაეთმო, ან "არსენალიდან" წასულიყო.
ანრი "სქაიში" წელიწადში 4 მილიონ გირვანქას იღებს და არჩევანიც მის სასარგებლოდ გააკეთა. "არსენალში" მას, სავარაუდოდ, ტონი ადამსი შეცვლის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"