სემ ელარდაისი უეინ რუნის ინგლისის ნაკრების კაპიტნად დატოვების გარანტიას არ აძლევს

AutoSharing Option
როგორც ინგლისის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი სემ ელარდაისი ამბობს, უეინ რუნის ვერ მისცემს იმის გარანტიას, რომ ეროვნული გუნდის კაპიტნის სამკლავურს შეუნარჩუნებს.

"ჯერ ადრეა მსგავს საკითხებზე პროგნოზების გაკეთება. ამ საკითხს ღიად ვტოვებ იქამდე, სანამ ყველა მოთამაშეს არ გავიცნობ და თანაშემწეებთან კონსულტაციას არ გავივლი. ეს სექტემბრისთვის მოხდება, იქამდე კი ახალ თანამდებობაზე პირველ დღეს ვატარებ.

ჩემს შტაბში იქნება სემი ლი, რომელთან ერთადაც უწინაც ვმუშაობდი", - აქვეყნებს ელარდაისის ნათქვამს Goal-ი.

"მანჩესტერ იუნაიტედის" 30 წლის თავდამსხმელი ინგლისის ნაკრების ღირსებას 2003 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე ეროვნული
გუნდის მაისურით ჩატარებულ 115 მატჩში გატანილი 53 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ჭკუა აქვს არათუ კაპიტნად, საერტოდ უნდა ამოაგდოს სასტავიდან. ეს ევრომაც დაამტკიცა, რომ რუნის დროს წავიდა. მაგრამ გააკეთებს ამას? რაღაც არა მგონია!
ynwa
18:51 25-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული