როი ჰოჯსონი და ლუი ვან გაალი რუნის ნახევარმცველადაც ათამაშებდნენ ხოლმე და თავდამსხმელადაც. "დიდი სემი" კი ამბობს, რომ რომელ პოზიციაზეც ითამაშებს "შრეკი" "ოლდ ტრაფორდზე", იმავე პოზიციაზე იქნება ნაკრებშიც.
"მე ვფიქრობ, რომ რუნის ნაკრებისთვის კიდევ ბევრის მიცემა შეუძლია. თუ ჟოზე გადაწყვეტს, რომ იგი ნახევარდაცვაში არ დააყენოს და ფორვარდად ათამაშებს, ხოლო უეინიც გოლებს გაიტანს, მაშინ არც ისე
რუნის ზლატან იბრაჰიმოვიჩის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა და არც ანტონი მარსიალს ვივიწყებთ. ელარდაისი კი დიდ ყურადღებას მიაქცევს იმას, თუ როგორ ითამაშებენ ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში.
"ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და მიეცით უეინ რუნის მშვიდად ვარჯიშის საშუალება. ამ თემას მოგვიანებით დავუბრუნდეთ. როდესაც პრემიერლიგა დაიწყება, ყველაფერი უკეთ გამოჩნდება. ინგლისის ჩეპიონატში შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ და ახლა ჩემთვის უაღრესად რთულია არჩევანის გაკეთება, რადგან ყველა შესანიშნავ ფორმაშია" - აღნიშნა ელარდაისმა.
"დიდი სემი", რომელიც პირველ ოფიციალურ მატჩს 4 სექტემბერს სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართავს, ამბობს, რომ პრემიერლიგის გუნდების მწვრთნელებთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებს და ამა თუ იმ ფეხბურთელზე მათ აზრს დაეკითხება ხოლმე და ინფორმაციას მიიღებს.
"ჩვენ მუდმივი და აქტიური კონტაქტი უნდა გვქონდეს. ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, თუ შეგვეძლება. პირველ რიგში, ეს გუნდებისა და ფეხბურთელებისთვის იქნება კარგი. დიდი ხანია, პრემიერლიგაში ვმუშაობ და კარგად ვიცი, რა ზეწოლაა ფეხბურთელებსა და მწვრთნელებზე. კლუბებისა და ნაკრების ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტებიც გვახსოვს. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ყველასთან კარგი ურთიერთობის გაგრძელება და ფეხბურთელების წნეხისგან მაქსიმალურად დაცვა იქნება" - თქვა მან.
ელარდაისი კმაყოფილებასა და ბედნიერებას ვერ მალავს. იგი ბედნიერია, რომ ბოლოს და ბოლოს, დაინიშნა საოცნებო პოსტზე, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გრძნობს და ხვდება, რომ მას სერიოზული და მძიმე სამუშაო ელის:
"ეს ჩემთვის აბსოლუტურად ახალი და განსხვავებული გამოწვევაა. ამას დიდხანს ველოდი. თუმცა ახლა კომფორტის ზონაში აღარ ვიმყოფები, რადგან საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა ეს ცვლილება დროულია და მინდოდა. მას მერე, რაც 950 მატჩს ჩაატარებ მწვრთნელის რანგში და საკლუბო ფეხბურთში ამდენი ხანი იტრიალებ, დროა, რამე შეცვალო. ამისთვის მზად გახლდით" - დაამატა დიდმა სემმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"