პრემიერლიგა. V ტური: "ლივერპულმა" ლონდონში "ჩელსი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 სექტემბერს, ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა. ტურის ცენტრალური მატჩი ლონდონში ადგილობრივ "ჩელსისა" და "ლივერპულს" შორის შედგა. დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება, საბოლოოდ, მერსესაიდელებს დარჩათ -  2:1.

ანგარიში მატჩის მე-17 წუთზე სწორედ იურგენ კლოპის შეგირდებმა გახსნეს - სტუმრები გუნდის მცველმა დეიან ლოვრენმა დააწინაურა, რასაც 36-ე წუთზე ჯორდან ჰენდერსონის შორეული ბრწყინვალე დარტყმა მოყვა და "ლივერპული" შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა.

მეორე ტაიმში, 62-ე წუთზე "ჩელსიმ" ერთი გოლი გაქვითა - თავი დიეგო კოშტამ გამოიჩინა. ეს იყო და ეს...

ამ გამარჯვებით მერსესაიდელებს 10 ქულა
დაუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზე არიან. 10 ქულა აქვს ლონდონის "ჩელსისაც", რომელიც ბურთების უკეთესი მაჩვენებლით "ლივერპულზე" ერთი საფეხურით მაღლაა.

ტურის დანარჩენი შეხვედრები შაბათ-კვირას გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კლოპი გენიოსია, ასეთი შეზღუდული რესურსით რა ფეხბურთს ათამაშებს გუნდს, მეორე დონის გუნდებთან თუ არ გაანიავა ქულები, თავისუფლად შეუძლის კონკურენცია გაუწიოს სიტის და სანატრელი პრემიერ ლიგაც კი მოიგოს!!!
musenbazi
17 სექტემბერი 2016 01:22
0

სიახლეები პოპულარული