ინგლისის ნაკრების გაწვრთნას არსენ ვენგერს კიდევ ერთხელ შესთავაზებენ

AutoSharing Option
ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია კიდევ ერთხელ შეეცდება ეროვნული გუნდის გაწვრთნაზე დაითანხმოს ლონდონის
"არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი. ამის შესახებ The Telegraph იუწყება.

აღსანიშნავია, რომ ვენგერის კანდიდატურის ვარიანტი 2016 წლის ზაფხულშიც პრიორიტეტული იყო ასოციაციისთვის მას შემდეგ, რაც გუნდს როი ჰოჯსონი დაემშვიდობა, თუმცა, ფრანგმა სპეციალისტმა მაშინ "არსენალში" დარჩენა ამჯობინა და წინადადებაზე უარი განაცხადა.

ახლა ასოციაციის ხელმძღვანელები მზად არიან ვენგერს "არსენალში" მუშაობა სეზონის ბოლომდე აცალონ. თუკი არსენს ეს პირობა დააკმაყოფილებს, ინგლისის ეროვნულ გუნდს სათავეში 2017 წლის ზაფხულიდან ჩაუდგება.

ცნობილია, რომ სემ ელარდაისის წასვლის შემდეგ,
ინგლისის ნაკრებში დროებით მთავარ მწვრთნელად გარეთ საუთგეიტი იმუშავებს, რომელიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემიონატის შესარჩევში მალტასა და სლოვენიასთან მატჩებისთვის გუნდს მოამზადებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული