ბუნებრივია, საუბარი შესაძლო ახალი მწვრთნელის შესახებ უკვე ძალიან ბევრია და ძველ კანდიდატებთან ერთად ახლებიც გამოჩნდნენ. იმასაც ამბობენ, შესაძლოა, საუთგეიტი დატოვონ და გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმონო.
"ინგლისს ულაპარაკოდ დიდი მომავალი აქვს. ფეხბურთის ასოციაცია ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავარდა და გამოსავლის პოვნა იყო საჭირო. უაღრესად მნიშვნელოვანია სტაბილურობის შენარჩუნება, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და სიტუაციის
ვთვლი, რომ მომავალი მატჩების მოგების კარგი შანსი გვაქვს და ჩემი მიზანიც ეს იქნება. დიდი სიამოვნებით მივიღე ეს გამოწვევა და დარწმუნებული ვარ, კარგი შედეგები გვექნება. ამისთვის ყველაფერი გვაქვს, შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს" - ამბობს საუთგეიტი.
ამბობენ, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია შესაძლოა, არსენ ვენგერს დაელოდოს, სანამ ფრანგს "არსენალთან" კონტრაქტი დაუმთავრდება და როდესაც მომავალ ზაფხულს ვენგერის 21-წლიანი ეპოქა დასრულდება "მეთოფეებში", ნაკრებს მას ჩააბარებენ.
სხვა კანდიდატებს რაც შეეხება… არის "კრისტალ პალასის" თავკაცის, ალან პარდიუს ვარიანტი. ასევე - ამჟამად უქმად მყოფი სტივ ბრიუსის და "ბორნმუთის" ახალგაზრდა დამრიგებლის, ედი ჰაუს კანდიდატურები. მათ გარდა, სიაში რჩებიან ამერიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გერმანელი იურგენ კლინსმანი, ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცი გლენ ჰოდლი და ჰოდლის დარად, საფეხბურთო მიმოხილველად მომუშავე ალან შირერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"