არსენ ვენგერი: ინგლისის ნაკრები? რატომაც არა?

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი არ გამორიცხავს, რომ ერთ დღეს ინგლისის ნაკრების გაწვრთნას დათანახმდეს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ეროვნული გუნდიდან სემ ელარდაისის წასვლის შემდეგ, ვენგერი მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.

- ინგლისის ნაკრების გაწვრთნას არსენ ვენგერს კიდევ ერთხელ შესთავაზებენ

"ჩემთვის პრიორიტეტული "არსენალში" ნაყოფიერად მუშაობაა და მთელი ყურადღება ამაზე მაქვს მომართული. ეს ჩემი გუნდია და ასეთად დარჩება. მაგრამ თუკი ერთ დღესაც უსაქმოდ ვიქნები, რატომაც არ შეიძლება, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიწვევას დავთანხმდე?

ფეხბურთი ჩემთვის ვნებაა. მსურს ხვალ უკეთესი ვიყო, ვიდრე გუშინ
ვიყავი. კიდევ რამდენ ხანს გასტანს ჩემი და "არსენალის" ურთიერთობა? გეგმების დასახვას არ ვცდილობ. თუმცა, ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ხომ ველით, რომ ჩვენი სიყვარულის ისტორია უსასრულო იქნება", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა, რომელიც "მეთოფეებს" უკვე 20 წელია წვრთნის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ინგლისის მთვაარი პრობლემა ინგლისელ საფეხბურთო ექსპერტებში, ბრიტანულ მედიასა და ფეხბურთის ასოციაციაშია, რომლებსაც თავიანთი ფეხბურთელები "მარადონები" გონიათ, მუდმივად გადაჭარბებულად აფასებენ მათ სესაძლებლობეს და მუდმივად იმას თხოვენ რისი თავიც არ აქვთ...
toko
20:41 30-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული