მოურინიო "იუნაიტედის" დირექტორთა საბჭოში ფერგიუსონის უფლებამოსილების გაზრდას ითხოვს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კლუბის ხელმძღვანელობას მიმართა. როგორც glasgowlive.co.uk იუწყება, პორტუგალიელი სპეციალისტი ბოსებისგან, კლუბის დირექტორთა საბჭოში სერ ალექს ფერგიუსონისთვის უფლებამოსილების გაზრდას ითხოვს.

"იუნაიტედის" ლეგენდარული მწვრთნელი გუნდთან ერთად მე-13 საჩემპიონო ტიტულის მოგების შემდეგ, 2013 წელს, კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა, მაგრამ მას შემდეგ იქ მეორეხარისხოვან როლს ასრულებს.

როგორც ირკვევა, სერ ალექსი თავისი მდგომარეობით კმაყოფილი არაა და მიიჩნევს, რომ მისი გამოცდილება კლუბისთვის სასარგებლო იქნებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ