უოლკოტს ნიჭი არასოდეს აკლდა. ეგაა, როგორც "არსენალის" ნებისმიერი ფეხბურთელი, ის ძალიან ხშირად ტრავმიანობდა. ამ სეზონში გამონაკლისი ხდება. თეო ჯანმრთელადაა და ის კარგად თამაშობს.
"იმედი მაქვს, მიმდინარე სეზონი გამონაკლისი იქნება ჩემს
თუ პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩს არ ჩავთვლით "მიდლსბროსთან", "არსენალი" ძალიან კარგად, სტაბილურად თამაშობს ლიგაში. ამ გადასახედიდან არსენ ვენგერის გუნდი პრემიერლიგური ტიტულის ერთ-ერთ მთავარ მონადირედ მოსჩანს, მაგრამ ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია, მთავარი გამოცდები "მეთოფეებისათვის" მოგვიანებით დაიწყება. საშობაო ამბები და ყოველ დღე თამაში ვენგერის გუნდს მაინცდამაინც არ უყვარს. ასე იყო წინა სეზონებში და რა იქნება ამჯერად, ამას ყველაერთად ვნახავთ.
"რა თქმა უნდა, ჩვენ მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურები უნდა ვიყოთ. ამაშია სწორედ ჩვენი წარმატების გასაღები. ნებისმიერი გუნდი ცდილობს, რომ სეზონი ჩავარდნის გარეშე განვლოს და სწორედ ასე უნდა გავაკეთოთ ჩვენც.
ამის რესურსი გუნდში აშკარად არის. ჩვენ სწორად უნდა გადავანაწილოთ ენერგია და, ამასთან ერთად, მოტივირებულნი უნდა ვიყოთ ყველა შეხვედრაში. მიზნად მხოლოდ სამი ქულის მოპოვება უნდა დავისახოთ.
თავისუფლად შეგვიძლია ჩემპიონობა დაეს ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს. დღეს "არსენალში" ძალიან დიდი კონკურენციაა. თუ გადავხედავთ ჩვენი გუნდის შემადგენლობას, აქ მრავლად არიან ფეხბურთელები, რომლებიც ატარებენ გამარჯვებულის მენტალიტეტს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ჩვენთან დღეს იდეალური შერწყმაა გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების. ნახეთ, როგორ პროგრესირებს ივობი. ეს ბიჭი დიდ ფეხბურთს ითამაშებს, ამაში დარწმუნებული ვარ. მოკლედ, ჩვენთვის დიდი ბრძოლა იქნება და ამ ბრძოლაში ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ." - ამბობს უოლკოტი.
ის კარგია, მაგრამ არა დიდი...
უოლკოტთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვა ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ, ალან შირერმა. ის მიიჩნევს, რომ თეო კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჯერ კიდევ აკლია დიდ ფეხბურთელობამდე.ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში უოლკოტმა უკეთესად უნდა ითამაშოს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ის კარგ ფორმაშია და კარგად დარბის მას შემდეგ, რაც სეზონი დაიწყო, მაგრამ ფეხბურთელი დიდწილად ნაკრებში ნაჩვენები თამაშით იზომება.
ინგლისის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში უოლკოტს არ აქვს გარანტირებული ადგილი. გარდა ამისა, მან შთამბეჭდავად ვერ ითამაშა ბოლო ორ სანაკრებო შეხვედრაში. ის აშკარად უკეთესი უნდა ყოფილიყო - მიიჩნევს შირერი.
ისევ შირერს მოვუსმინოთ: "ის ძალიან, ძალიან კარი ფეხბურთელია, მაგრამ დიდი ჯერ არ არის. გასაგებია, რომ ახლა თეო შესანიშნავ ფორმაშია და ძალიან ბევრს აკეთებს "არსენალისათვის", მაგრამ სასურველია, მა ეს რეგულარულად გააკეთოს.
უნდა გითხრათ, რომ მე ძალიან დიდი სიმპატიით ვარ განწყობილი ამ ფეხბურთელის მიმართ.
მას ძალიან ბევრი შეუძლია და ჩემი სიტყვებიც სწორედ იქეთკენაა მიმართული, რომ უოლკოტმა თამაში კიდევ უფრო უნდა გააუმჯობესოს.
თუ თეო მთელ სეზონს ისე ჩაატარებს, როგორც ახლა თამაშობს, ეს უკვე სხვა ამბავი იქნება. მაშინ ჩვენ ვიტყვით, რომ ის უკვე გავიდა ახალ დონეზე." - თქვა შირერმა.
თუ არ დაშავდა...
უოლკოტისათვის აქამდე მთავარი პრობლემა ტრავმები იყო. ის იმედოვნებს, რომ ჯანმრთელობა ხელს ბოლომდე შეუწყობს. ამასვე ამბობს "არსენალის" მენეჯერი არსენ ვენგერი. არ შეიძლება, ორივეს არ დაეთანხმო.უოლკოტი: "ხანდახან ისეც კი ხდებოდა, რომ გამოჯანმრთელებული უკვე მეორე ვარჯიშზე ვიღებდი ტრავმას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მოქმედებდა ჩემს ფსიქიკაზე. რკინის არავინ ვართ, ადამიანები ვართ და გარემო ჩვენზე მოქმედებს.
ხანდახან მეგონა - ხოლმე, რომ უიღბლობის პერიოდი არასოდეს დასრულდებოდა. ახლა ყველაფერი კარგადაა და მინდა, რომ ეს ჰარმონია ძალიან დიდხანს გაგრძელდეს."
ვენგერი: "ის ძალიან ნიჭიერია და მინდა ბოლომდე მჯეროდეს, რომ მის კარიერაში უიღბლობის ხანა საბოლოოდ დასრულდა."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"