ინგლისის ნაკრები: გარეთ საუთგეიტი პასუხს ელის

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების დროებით მთავარ მწვრთნელს, გარეთ საუთგეიტს ფეხბურთის ასოციაციისგან პასუხის მიღება უახლოესი ერთი თვის განმავლობაში სურს.

შეკითხვა კი, რომელზედაც იგი პასუხს ელის, შემდეგნაირია - რჩება თუ არა საუთგეიტი პოსტზე და ნიშნავენ თუ არა მას "ლომების" სრულფასოვან თავკაცად. "დროებითის" სტატუსით კი იგი თავის ბოლო მატჩს დღეს გამართავს, ინგლისელები ამხანაგურად გაეჯიბრებიან ესპანეთს.

"რასაკვირველია, კარგი იქნება, თუ მალე გავიგებ, რას ვაკეთებ ნოემბრის მეორე ნახევრიდან მოყოლებული. 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის სჭირდება მომზადება.

ძირითად ნაკრებს კი მარტში შესარჩევის მორიგი შეხვედა ელის. ბუნებრივია, ყველა ელოდება
ასოციაციის გადაწყვეტილებას და ყველას აინტერესებს, როგორი იქნება ის. ჩემი აზრით, ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე ყველაფერი უნდა გაირკვეს და ეს არის ის პერიოდი, როდესაც პასუხს ველოდები" - აღნიშნა 46 წლის საუთგეიტმა.

ინგლისისა და შოტლანდიის მატჩის მერე, რომელიც საუთგეიტის ბიჭებმა 3:0 მოიგეს, საინტერესო მონაცემი გავრცელდა. როგორც ირკვევა, პრემიერლიგის მოთამაშის საშუალო შემოსავალი წელიწადში 2 438 275 ფუნტია, ხოლო შოტლანდიის პრემიერშიპში მოთამაშე ფეხბურთელის - 146 899...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული