ტურის ცენტრალური მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ლონდონის "არსენალს" 1:1 დაუზავდა.
მასპინძლები ხუან მატამ დააწინაურა, მაგრამ "არსენალი" მარცხისგან ბოლოსწინა წუთზე ოლივიე ჟირუმ იხსნა, რომელსაც ოქსლეიდ-ჩემბერლენმა თავზე "დაასვა" ბურთი.
ჟოზე მოურინიო (მანჩესტერი): "ეს ჩვენ დავკარგეთ ორი ქულა, რადგან მეტოქეს ვჯობდით. "არსენალს" საერთოდ არ ჰქონია საგოლე მომენტები. "არსენალმა" პირველივე შანსი გამოიყენა, დღეს მათ გაუმართლათ. დღეისათვის "მანჩესტერი" პრემიერლიგის ყველაზე უიღბლო კლუბია. რეალობა კი ასეთია - "მანჩესტერი" ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს".
არსენ
ამ სეზონში პირველად ვიხილეთ პრემიერლიგის მატჩში იაია ტურე და მანაც დუბლი შეასრულა "სიტის" რიგებში, ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა კი სტუმრად 2:1 დაამარცხა "კრისტალ პალასი".
ხოსეპ გვარდიოლა (სიტი): "მე ძალიან მიხარია იაია ტურეს გამო, ის ბრწყინვალე ბიჭია, მისი წონა ახლა იდეალურია, კლასი კი მას ყოველთვის მაღალი ჰქონდა. თავიდან მასზე იმედებს არ ვამყარებდით, მაგრამ ტურე უნივერსალია და მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.
ლიდერმა "ლივერპულმა" სტუმრად ფრედ ითამაშა "საუთჰემპტონთან". ამიტომ კლოპის გუნდს "სიტი" წამოეწია. კვირას ანტონიო კონტეს "ჩელსის" გალიდერების შესანიშნავი შანსი გაუჩნდა.
იურგენ კლოპი (ლივერპული): "საუთჰემპტონთან" ფრით კმაყოფილი ვარ, რადგან ადრე ასეთ მატჩებში ვმარხდებოდით ხოლმე. თან, გოლი არ გაგვიშვია".
ლონდონურ დერბიში "ტოტენჰემი" ორჯერ მარცხდებოდა "ვესტ ჰემთან", მაგრამ საბოლოოდ, ჰარი კეინის დუბლის წყალობით, 3:2 იმარჯვა და კვლავ ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელსაც არ წაუგია პრემიერლიგაში.
ჰარი კეინი (ტოტენჰემი): "ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ დერბი ჩვენთვის ცუდად უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ვიმარჯვეთ და ეს საოცარი გამარჯვებაა. ჩვენ არ დავნებდით და გულშემატკივრები შინ ბედნიერები გავუშვით".
შაბათი. 19 ნოემბერი
მანჩესტერი-არსენალი 1:1
გოლები: 1:0 მატა (69), 1:1 ჟირუ (89)
კრ. პალასი-სიტი 1:2
გოლები: 0:1 ტურე (39), 1:1 უიქჰემი (66), 1:2 ტურე (83)
ევერტონი-სუონსი 1:1
გოლები: 0:1 სიგურდსონი (41-პენ), 1:1 კოულმენი (89)
საუთჰემპტონი-ლივერპული 0:0
სტოკი-ბორნმუთი 0:1
გოლი: 0:1 აკე (26)
გამოუყენებელი პენალტი: კრკიჩი (49. სტოკი)
სანდერლენდი-ჰალი 3:0
გოლები: 1:0 დეფო (34), 2:0 ანიჩებე (62), 3:0 ანიჩებე (84)
გაძევება: ჯილობოჯი (89. სანდერლენდი)
უოტფორდი-ლესტერი 2:1
გოლები: 1:0 კაპუ (1), 2:0 რ. პერეირა (12), 2:1 მაჰრეზი (15-პენ)
ტოტენჰემი-ვესტ ჰემი 3:2
გოლები: 0:1 ანტონიო (24), 1:1 ვინკსი (51), 1:2 ლანსინი (68-პენ), 2:2 კეინი (89), 3:2 კეინი (91-პენ)
გაძევება: რიდი (96. ვესტ ჰემი)
კვირა. 20 ნოემბერი
მიდლსბრო-ჩელსი 20:00
ორშაბათი. 21 ნოემბერი
ვესტ ბრომვიჩი-ბარნლი 00:00
1. ლივერპული - 27 ქულა; 2. სიტი - 27; 3. ჩელსი - 25; 4. არსენალი - 24; 5. ტოტენჰემი - 24.