სტივენ ჯერარდმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
36 წლის ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა სტივენ ჯერარდმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

"გამიმართლა, რომ ამდენი დაუჯერებელი ემოცია განვიცადე. 1998 წელს, როცა "ლივერპულში" ჩემი დებიუტი შედგა ვერც კი წარმოვიდგენდი რა მოხდებოდა შემდეგი 18 წლის განმავლობაში.

ვამაყობ, რომ "ლივერპულის" მაისურით 700-ზე მეტი მატჩი ჩავატარე, მისი კაპიტანი ვიყავი და მნიშვნელოვანი ტიტულების მოგებაში ჩემი წვლილი შევიტანე. განსაკუთრებულია ის საღამო სტამბოლში.

გამიმართლა, რომ ასეთი კარიერა მქონდა, მაგრამ ეს არ მოხდებოდა, რომ არა უამრავი ადამიანის მხარდაჭერა.

კიდევ მაქვს რააცრ, რაც შემიძლია ფეხბურთს შევთვაზო. ახლა კი მინდა ცოტა დრო
ავიღო და დავფიქრდე არსებულ წინადადებებზე. უახლოესს დროში ჩემს მომავალთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებ, - ნათქვამია ჯერარდის განცხადებაში.

ბოლოს ჯერარდი "ლოს ანჯელეს გელაქსის" ღირსებას იცავდა, სადაც 2015 წელს აგდავიდა. მანამდე კი ჯერარდი მთელი ცხოვრება "ლივერპულში" თამაშობდა.

მერსისაიდელთა რიგებში მან 710 მატჩი ჩაატარა და ამ ხნის განმავლობასი 9 ტიტული მოიპოვა.

ინგლისის ნაკრების მაისურით კი ჯერარდმა 114 შეხვედრა გამართა.

ჯერარდ ორჯერ აქვს მოგებული ინგლისის თასი, სამჯერ ინგლისის ლიგის თასი, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, უეაფს თასი, უეფას სუპერთასი და ინგლისის სუპერთასი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული