წყარო ამტკიცებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, საკუთარი რეკორდი მოხსნას და ნეიმარის სანაცვლოდ პოგბაზე მეტი თანხა გადაიხადოს და ეს იმის მიუხედავად, რომ ბრაზილიელმა "ბარსელონასთან" 2021 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი პოლ პოგბას ყიდვა "იუნაიტედს" 105 მილიონი ევრო დაუჯდა. ჯერჯერობით, სწორედ ეს ტრანსფერია მსოფლიოს ყველა დროის რეკორდი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"