ბრიტანელი ფეხბურთელი, რომელიც 2012 წელს ოფიციალურად ყველაზე მოხუც ფეხბურთელად დაასახელეს მსოფლიოში, აგრძელებს ფეხბურთის თამაშს და ახალი კლუბის ძიებაშია.
ბორტვიკის ყოფილი კლუბი "უაიკ რეინჯერსი" დორსეტიდან, სადაც ის ბოლო 40 წლის განმავლობაში ვეტერანთა გუნდში თამაშობდა, დაიშალა.
"პრობლემა იმაშია, რომ არც ისე ბევრი ვეტერანების გუნდი დარჩა. თითქმის ყველა დაიშალა. ჯერ კიდევ ბევრი რამე შემიძლია, ამიტომ თქვენი გუნდი არ შეცდება, თუ მოედნის მარცხენა ფლანგზე ორ კვირაში ერთხელ მაინც გამიყვანს", - თქვა ბორტვიკმა The Mirror-თან ინტერვიუში.
"სიჩქარე დავკარგე, მაგრამ ძველებურად სწრაფად ვფიქრობ და გადაწყვეტილებებსაც სწრაფად ვიღებ. ვაპირებ, თამაში გავაგრძელო. ჩემი ფეხები და მუხლები ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაშია", - აღნიშნავს ბორტვიკი.