ზლატანს თამაშის სტილიც ისეთი აქვს, რომ… მოკლედ, ხანდახან გუნდის იერიშებს ცოტა ანელებს და ზოგიერთს ეს არ მოსწონს. თავად ფეხბურთელი კი არ ზარმაცობს, საკუთარ თავზე მუშაობს და, როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიოც ძალიან კმაყოფილია.
"ვიცოდი, რომ იბრაჰიმოვიჩს მტკიცე ხასიათი აქვს. ასევე ვიცოდით, რომ ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და ყველაფერს შემართებით აკეთებს. მის ასაკში სწორედ ხასიათზე, თვისებებსა და კლასზე უნდა
ეს არ არის ადგილი, სადაც მდიდარი ბიჭი ჩამოდის გასართობად და დასასვენებლად. პრემიერლიგა მსოფლიოს უძლიერესი ჩემპიონატია, სადაც თამაში ურთულესია. აქ მოდიან იმისთვის, რომ სრულყოფილები გახდნენ და შესაძლებლობები გამოავლინონ. იბრათი ძალიან კმაყოფილი ვარ. საქმე მარტო გოლებში არ არის, საქმე ლიდერის თვისებებში, მოტივაციის მიცემასა და იმ ხარისხშია, რომლითაც იგი ყველაფერს აკეთებს" - თქვა "განსაკუთრებულმა".
იბრაჰიმოვიჩი დამატებით მუშაობს პირად ფიზიოთერაპევტ დარიო ფორტთან ერთად, რომ ფორმა შეინარჩუნოს. ვეტერანს განტვირთვისთვის რეგის მოსმენა ჰყვარებია და იგი კატეგორიულად გაურბის ალკოჰოლს, რომ სპეციალურად შედგენილი პროგრამით ვარჯიშისას პრობლემები არ შეექმნას და რეჟიმიდან არ ამოვარდეს.
საინტერესოა ისიც, რომ "კრისტალ პალასთან" მატჩში პოლ პოგბამ იბრას პასით გაიტანა, მოგვიანებით კი გამარჯვების გოლი თავად ზლატანმა შეაგდო ფრანგის გადაცემით. პოგბაზე პასისას ზლატანმა ბურთს ხელი მიაშველა.
მატჩის მერე ორივემ აღიარა, რომ ხელით თამაში იყო. იბრამ აღნიშნა, რომ გამეორებების ნახვის მერე დარწმუნდა ამაში, ხოლო პოგბამ თქვა, რომ თავიდანვე დაინახა ეს ყველაფერი, მაგრამ ფეხბურთია და შეცდომები ხდება ხოლმეო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"