კევინ დე ბრუინი: გვარდიოლას სურს, კიდევ უფრო უკეთესი გახდეს

AutoSharing Option
მართალია, "მანჩესტერ სიტის" თამაშსა და უფრო შედეგებს ბევრი აკრიტიკებს და არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს, მაგრამ "ქალაქელთა" ერთ-ერთი ლიდერი კევინ დე ბრუინი ხოსეპ გვარდიოლას მუშაობით ძალიან კმაყოფილია.

"სიამოვნებას ვიღებ ჩვენი თამაშით. ვფიქრობ, კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ და კიდევ უფრო დავიხვეწებით და მოვუმატებთ. ჩემი აზრით, ხალხს მოსწონს ჩვენი თამაშების ყურება.

გვარდიოლა დიდებული მწვრთნელია. პეპი ზუსტად ისე მუშაობს, როგორც ველოდი. მას აქვს თავისი სტილი და ფილოსოფია, მაგრამ მუდამ შეაქვს გარკვეული ცვლილებები, რადგან თავადვე სურს კიდევ უფრო გაზრდა. როგორც მწვრთნელს, უნდა, რომ კიდევ უფრო უკეთესი გახდეს" -
აღნიშნა ბელგიელმა.

აქვე ვთქვათ ისიც, რომ გვარდიოლას თვალი მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველ კოკესთვის დაუდგამს. პეპი 24 წლის შუახაზელის ყიდვას აპირებს და "სიტი" "ათლეტებთან" მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს მომავალში შეეცდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული