ლონდონის "ჩელსის" ჯონების საქმე

AutoSharing Option
მომავალ ზაფხულს ლონდონის "ჩელსი" ჯონ ობი მიკელთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. 29 წლის ნიგერიელი 2006 წლიდან "ლურჯებში" ირიცხება, მაგრამ ახლა მისი ადგილი გუნდში აღარ არის.

ანტონიო კონტეს გეგმებში მასზე დაყრდნობა არ შედის, მით უმეტეს, ნ’გოლო კანტეს გამოჩენის მერე. სავარაუდოდ, ობი მიკელს ახალი კლუბის მოძებნა არ გაუჭირდება. მისდამი უკვე დიდ ინტერესს იჩენს "მარსელი".

ვიცით ისიც, რომ "ჩელსი" კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს ჯონ ტერის. სამაგიეროდ, მას გარანტირებული აქვს კლუბში დასაქმება და "ლურჯებს" სურთ, რომ ვეტერანი კაპიტანი კლუბში დარჩეს. თუმცა ტერის ჩინეთიდან არ ეშვებიან.

36
წლის ფეხბურთელს "გუანჯოუ ევერგრანდი" და "შანჰაი შენჰუა" ეპატიჟებიან, თანაც მათ სარფიანი წინადადებები აქვთ და ჯონიც ფიქრობს, ერთი-ორი წელი აზიას ხომ არ მიაშუროს და "ლურჯებს" მერე დაუბრუნდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული