19 წლის ტალანტი "ქალაქელებმა" ზაფხულში 27 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინეს "პალმეირასისგან" და წლის ბოლომდე იგი ამავე კლუბში დატოვეს იჯარის წესით. ჟესუსი "პალესტრა იტალიის" ბინადრებს გაჩემპიონებაში დაეხმარა.
მან 38 მატჩიდან 27-ში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 12 გოლი და 5 საგოლე გადაცემაც მიითვალა. გარდა ამისა, ითამაშა ნაკრებში და 6 შეხვედრაში 5 ბურთიც დააგროვა. "ეტიჰადზე" მის გამოჩენას ყველა დიდი ინტერესით ელოდება და თანაც, "სიტის" ახლა შეტევაში დახმარება მართლაც არ აწყენდა.
ამიტომაც ბედნიერი ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. ვერ უარვყოფ იმასაც, რომ გვარდიოლასთან მუშაობის შანსმა და ალბათობამ ხელი შემიწყო ამ გადაწყვეტილების მიღებაში. იგი დიდებული მწვრთნელია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. ვერ აგიღწერთ, რა ამაყი ვარ, როდესაც იგი თავის კომენტარებში მაქებს ხოლმე.
მიხარია, რომ მას ჩემი თამაშის სტილი მოსწონს, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებს, მინდა მინდორზე დავამტკიცო, რომ ჩემს თაობაზე მისი აზრი სწორია და შემადგენლობაში საკუთარი ადგილისთვის ვიბრძოლებ" - აღნიშნა ჟესუსმა, რომლის სახითაც პეპს კიდევ ერთი ნორჩი და უაღრესად ნიჭიერი მოთამაშე შეემატება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"