პრემიერლიგა. XVIII ტური: "ლივერპულმა" "სტოკი" არ დაინდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 დეკემბერს ინგლისური პრემიერლიგის XVIII ტურის ერთი მატჩი გაიმართა.

"ლივერპულმა" "სტოკს" უმასპინძლა და ანგარიშით 4:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა მე-12 წუთზე ჯონათან უოლტერსის თავურით გახსნეს. 34-ე წუთზე ადამ ლალანამ გათანაბრა, 10 წუთში კი ფირმინიომ "ლივერპული" დააწინაურა.

59-ე წუთზე "სტოკმა" კიდევ ერთი გოლი მიიღო, უფრო სწორად, ავტოგოლი, რომელიც ჯანელი იმბულას ანგარიშზე ჩაიწერა. საბოლოო ანგარიში კი დანიელ სტარიჯმა 70-ე წუთზე დააფიქსირა.

მე-18 ტურის ბოლო მატჩი დღეს "საუთჰემპტონისა" და "ტოტენჰემს" შორის გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული