ხოსეპ გვარდიოლა: ჩემი სამწვრთნელო კარიერის დასასრული ახლოვდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მწვრთნელობას 60 წლის ასაკის მიღწევამდე არ აპირებს და მისი კარიერის დასასრული საკმაოდ ახლოსაა.

"ვგრძნობ, რომ ჩემი გამომშვიდობების პროცესი უკვე დაწყებულია. მწვრთნელად ნამდვილად აღარ ვიმუშავებ 60 ან 65 წლის ასაკში. კონტრაქტი "სიტისთან" სამი წლით მაკავშირებს. შესაძლოა, ის გახანგრძლივდეს კიდეც, თუმცა ვხვდები, რომ სამწვრთნელო საქმიანობის ფინიშს ვუახლოვდები. რას გავაკეთებ შემდეგ? ვითამაშებ გოლფს", - უთხრა გვარდიოლამ ВBC-ს ინტერვიუში.

ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული 20 ტურის შემდეგ "სიტი" მესამე ადგილზეა. ხოსეპ გვარდიოლას, რომელიც მანჩესტერულ კლუბში წელიწადში 18 მლნ
ევროს იღებს, 18 იანვარს 46 წელი შეუსრულდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძლიერია.მარა შეეშინდა.უბრალოდ,შეეშინდა...
Zaza
06:14 04-01-2017
0
ვაი ამის პატრონს რა ეგონა აბა ბარსა და ბაიერნივით მოიგებდა ჩემპიონატს??
effe
16:50 03-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული