ნახევარ სეზონში იბრაჰიმოვიჩმა უკვე შეძლო და იმაზე მეტი გაიტანა, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედის" ნებისმიერმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში.
35 წლის თავდამსხმელმა ნახევარ სეზონში 18 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში "წითელი ეშმაკების" ფორვარდმა, ფრანგმა ანტონი მარსიალმა ყველა ტურნირის 49 მატჩში 17 გოლი შეაგდო.