ლუკმენი ლივერპულში სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაეშურა და მას მერე, რაც შეთანხმების ბოლო დეტალები მოგვარდა, "ევერტონთან" კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. მერსისაიდულ გუნდს ეს სიამოვნება დაახლოებით 11 მილიონი დაუჯდება, რომელსაც "ჩარლტონი" მიიღებს ვუნდერკინდის სანაცვლოდ.
"კანფეტების" ბანაკში ცუდი ამბავიც არის. "კრისტალ პალასიდან" მოყვანილი იანიკ ბოლაზი ნელ-ნელა ხდებოდა გუნდის ლიდერთაგანი, მაგრამ სერიოზული ტრავმა მიიღო და ვიცოდით, რომ რამდენიმე თვე გაუცდებოდა.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლის რეაბილიტაციას დაახლოებით 10-12 თვე დასჭირდება. "ევერტონმა" ბოლაზიში 25 მილიონი ფუნტი გადაიხადა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"