მილანის "ინტერი" ევგენი კონოპლიანკათი დაინტერესდა

AutoSharing Option
ევგენი კონოპლიანკა მილანის "ინტერის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა მიმდინარე ზაფხულში.

უკრაინელი ივან პერიშიჩის შესაძლო შემცველად განიხილება. ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება.

მილანის "ინტერის" ახალი მწვრთნელი გამუდმებით ითხოვს ძლიერი ფლანგის მოთამაშეების დამატებას. მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდში ჯერ კიდევ თამაშობენ პერიშიჩი და კანდრევა, მაინც არსებობს შანსი, რომ "ნერაძურიმ" რომელიმე მათგანი დაკარგოს.

უკრაინელის გარდა, ლუჩიანო სპალეტის სიაში არიან: ჯულიან ბრანდტი "ბაიერიდან", სადიო მანე "ლივერპულიდან" და დუგლას კოშტა "ბაიერნიდან". 

ევგენი კონოპლიანკა "სევილიადან" "შალკეში" 2016 წელს გადავიდა და ამ დროის განმავლობაში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 17 მატჩში 1 გოლის
გატანა მოახერხა.