"მილანმა" ბონუჩის ტრანსფერი დაადასტურა

AutoSharing Option
იტალიურმა კლუბმა ლეონარდო ბონუჩის ტრანსფერი უჩვეულო ფორმით დაადასტურა. "მილანის" Facebook-სა და Twitter-ზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მიდის ბონუჩი Casa Milan-ში. Intsagram-ზე კი, ამ ფაქტის ამსახველი სურათი ქვეყნდება.

სხვა ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.

არაოფიციალური ცნობებით, "მილანი" "იუვენტუსს" 40 მილიონ ევროს გადაუხდის.