"იუვენტუსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "პორტუს" ნახევარმცველ ფერნანდო რეგესის შეძენას გეგმავს. Corriere dello Sport-ის მტკიცებით, ფერნანდოს გადაბირება ტურინული კლუბისთვის პრიორიტეტული სატრანსფერო ამოცანაა.
გასულ სეზონში ბრაზილიელი პორტუგალიის ჩემპიონატის 21 მატჩში გამოვიდა მოედანზე.
ადრე იუწყებოდნენ, რომ ფერნანდომ "ინტერის" და "ლიონის" ყურადღებაც მიიპყრო.