სწორედ მისმა ასეთმა სიტყვებმა მისცა სტიმული "ვიოლას" მესვეურებს და მათაც ახალი, 2015 წლამდე გაწერილი კონტრაქტი გაუმზადეს 26 წლის ფეხბურთელს. თუმცა, მათდა გასაკვირად მონტოლივომ უარი განაცხადა ხელის მოწერაზე და მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. ამან კლუბის პრეზიდენტი ანდრეა დელა ვალე გააწბილა:
"მონტოლივოს საკმარისზე მეტი დრო მივეცით იმისთვის, რომ ჩამოყალიბებულიყო საკუთარ თავში და რაიმე გადაწყვეტილებამდე მისულიყო. კარგა ხანი, საერთოდ არ ვეკონტაქტებოდით და ფიქრს
"კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, მონტოლივო სავარაუდოდ მიდის და თანაც "მილანში", იქ, სადაც ანდრეა პირლოს წასვლის შემდეგ, კრეატიული ნახევარმცველის საჭიროება გამოიკვეთა. მართალია, თავად რიკარდო ამის შესახებ არ საუბრობს, მაგრამ იტალიელ ჟურნალისტებს რას გამოაპარებ...
"კორიერე" კიდევ ერთ არანაკლებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მომდევნო სეზონიდან "მილანში" შესაძლოა დიდიე დროგბამ იასპარეზოს. დიახ, ამბობენ, რომ მასიმილიანო ალეგრის ზლატან იბრაჰიმოვიჩის უშუალო კონკურენტის დამატება სურს და ასეთად სწორედ 33 წლის კოტ დივუარელი მიაჩნია.
დროგბა ვეღარ ხვდება "ჩელსის" ძირითად შემადგენლობაში, ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა ლონდონური გუნდისთვის და წესით, თვითონაც უნდა სურდეს გარემოს გამოცვლა. რაც შეეხება "ჩელსის" მესვეურთა პოზიციას - წესით, მათაც უნდა აწყობდეთ დროგბას გაყიდვა, რადგან 2012 წლის 1 ივლისს აფრიკელის კონტრაქტს ვადა გასდის და თუ ამ ზაფხულს ვერ გაასხვისეს, შეიძლება მასში ერთი ცენტიც ვეღარ მიიღონ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.