მელომ გული გადაგვიშალა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" საყრდენი ნახევარმცველი ფელიპე მელო "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტს შეხვდა და თავისი გულისტკივილი გაანდო. საქმე იმაშია, რომ მუდმივად ისმის საუბრები მელოს ტურინიდან შესაძლო აბგარგების შესახებ, ბრაზილიელს კი "იუვეში" სურს დარჩენა და ამ გუნდთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევა. მოვუსმინოთ 27 წლის ნახევარმცველს:

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბევრს უნდა ჩემი სხვა გუნდში გადაბარგება. უამრავი უსაფუძვლო ჭორი მესმის და ისიც კი არ ვიცი, საიდან ვრცელდება ასეთი ცნობები. "იუვენტუსს" ჩემი გულის ნაწილი ეკუთვნის და აქედან წასვლის სურვილი არ მაქვს - და ეს მიუხედავად იმისა, რომ
კლუბის მესვეურთა მხრიდან სათანადო დაფასებას ვერ ვგრძნობ. მუდმივად მაქვს იმის განცდა, რომ სარფიანი წინადადების შემთხვევაში, ჩემს გასხვისებაზე უმალ მოაწერენ ხელს.

ეს დასანანია, რადგან ვთვლი, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვარ. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მთავარი ანტონიო კონტეს პოზიციაა და უახლოეს პერიოდში, მასთან აუცილებლად მექნება სუბარი. გავიგებ რა გეგმები აქვს და ჩემზე თუ ამყარებს იმედებს - თუ მისგან ნდობის მანდატი მივიღე, უბედნიერესი ვიქნები და აუცილებლად "იუვენტუსში" გავაგრძელებ კარიერას".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული