კახა კალაძე სერია A-ს სიმბოლურში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და "ჯენოას" მცველი კახა კალაძე სერია A-ს გასული სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ეს სიმბოლური ნაკრები იტალიის ყველა სპორტული გამოცემის მიერ ყველა ტურში გამოქყვეყნებული შეფასებების მიხედვით შედგა.

სერია A-ს სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე: ჟულიო სეზარი ("ინტერი");
მცველები: ფედერიკო ბალძარეტი ("პალერმო"), ტიაგო სილვა ("მილანი"), კახა კალაძე ("ჯენოა");
ნახევარმცველები: ანდრეა კოსუ ("კალიარი"), ჯენარო გატუზო ("მილანი"), გოკჰან ინლერი ("უდინეზე"), მაურიციო ისლა ("უდინეზე"), ალექსის სანჩესი ("უდინეზე");
თავდამსხმელები: სამუელ ეტოო ("ინტერი"), ანტონიო დი ნატალე ("უდინეზე").

როგორც ხედავთ, სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი
მოთამაშე "უდინეზეს" ჰყავს, რაც არცთუ გასაკვირია, თუ გავითვალიწინებთ, რომ "ფრიულელებმა" შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს. თუმცა გასაკვირია, რომ მასში "მილანის" შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, "რომას" კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი და "პალერმოს" არგენტინელი შემტევი ხავიერ პასტორე ვერ მოხვდნენ.

უცნაურია ისიც, რომ იტალიური სპორტული გამოცემების ყოველი ტურის შეფასებების მიხედვით შედგენილ ნაკრებში "ნაპოლის" არც ერთი ფეხბურთელი არ მოხვდა.

მომზადებულია ilfriuli.it-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
rainy -ს: სტატიას თუ ყურადღებით გაეცნობით, იქ გარკვევით წერია, რა პრინციპით და როგორ მოხდა სიმბოლურის შედგენა. ამა თუ იმ ქვეყნის ჩემპოონატში უამრავი სიმბოლური დგება და გამონაკლისი არც სერია A გახლავთ.
ბოდიშის მოხდა კი თქვენგან საჭირო არაა. წარმატებებს გისურვებთ
admin
10:02 14-06-2011
0
rainy -ს! პირველ რიგში, გმადლობთ ყურადღებისთვის. ჩვენთვის ნებისმიერი მკითხველის ნებისმიერი კრიტიკული წერილი მისაღებია, თუმცა ვფიქრობთ, თქვენი კომენტარი უსაფუძვლო და თან, არაკორექტულია ( ..."უპატრონო საიტია რა").
admin
09:57 14-06-2011
0

სიახლეები პოპულარული