"მილანის" 37 წლის ფორვარდი ფილიპო ინძაგი "ფიორენტინას" ინტერესთა სფეროში მოხვდა. "იების" ხელმძღვანელობა თავდამსხმელის კანდიდატურას ალბერტო ჯილარდინოს შემცვლელად განიხილავს, რომელიც ზაფხულში, ალბათ კლუბს შეიცვლის.
აღსანიშნავია, რომ ინძაგის კონტრაქტი "მილანთან" კიდევ ერთი წლის მანძილზე აკავშირებს. გასულ სეზონში ფორვარდმა იტალიის ჩემპიონატში ტრავმის გამო მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.