"სამპდორიაში" "ნოვარას" სპორტული დირექტორი იმუშავებს

AutoSharing Option
"სამპდორიამ" კლუბის ახალ სპორტულ დირექტორად პასკუალე სენსიბილეს დანიშვნის შესახებ განაცხადა. სამშაბათს გენუის ერთერთ სასტუმროში იტალიელ სპეციალისტს საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგენენ, მოვალეობის შესრულებას კი 1 აგვისტოდან შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ "სამპდორიამ" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 18-ე ადგილი დაიკავა და სერია B-ში გადაინაცვლა.

პასკუალე სენსიბილე იტალიურ "ნოვარაში" მუშაობდა, რომელიც თავის მხრივ, პირველად 55 წლის განმავლობაში სერია А-ში აღზევდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული