ჯორჯო კიელინი: ახალ სტადიონზე გადასვლა "იუვენტუსისთვის" ახალი ერის დასაწყისი უნდა გახდეს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების მცველმა ჯორჯო კიელინიმ სეზონი შეაჯამა და იმედი გამოთქვა, რომ ახალ სტადიონზე "ბებერ ქალბატონს" ფორტუნა უფრო ხშირად გაუღიმებს.

ტურინელები უკვე ამ ზაფხულს ახალ, საკუთარ არენაზე გადავლენ და "ტორინოსთან" "სტადიო ოლიმპიკოს" აღარ გაიყოფენ.

"სეზონი დასრულებულია, მის შედეგებს წარმატებულს ვერაფრით ვუწოდებთ. ასეთ ჩავარდნას არავინ ელოდა. ჯერ კიდევ იანვარში გვჯეროდა, რომ თამაში ნელნელა წაგვივიდოდა და "იუვე" სამეულისთვის იბრძოლებდა.

სამწუხაროდ, წარმატებამ ზურგი გვაქცია. გუნდში ყველას სჯერა, რომ ახალ არენაზე გადასვლა გუნდს ახალ სიცოცხლეს შთაბერავს. შესაძლოა, "იუვენტუსის" ახალი ერის დაწყების წინაშე ვიდგეთ",
- განაცხადა კიელინიმ.

მომზადებულია juventus.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული