"სამპდორია" პალომბოს ძალით შენარჩუნებას არ შეეცდება

AutoSharing Option
"სამპდორიას" სპორტული დირექტორი პასკუალე სენსიბილე ირწმუნება, რომ ნახევარმცველ ანჯელო პალომბოს მომავალი მისსავე ხელშია. გენუური კლუბის სერია B-ში გავარდნის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ პალომბო "სამპდორიას" დატოვებდა.

"აუცილებელია პალომბოსთან მოლაპარაკებები გავმართოთ, რადგან ოსტატობის თვალსაზრისით ის სერია B-ში მხოლოდ სტუმარია. ახალ სეზონს ევროპის ჩემპიონატი მოჰყვება, ამიტომ უნდა გავიგოთ, მზად იქნება თუ არა პალომბო, მეორე დივიზიონში ბრძოლას მთელი ყურადღება დაუთმოს.

ანჯელოს გაშვება არ უთხოვია. ფესხბურთელს პატივს ვცემთ და გუნდში მის შენარჩუნებას მისი სურვილის საწინააღმდეგოდ არ შევეცდებით", - განაცხადა სენსიბილემ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული