ამაურის 4 ვარიანტი

AutoSharing Option
გასული სეზონის მეორე ნახევარი კარვალიო ამაურიმ საკმაოდ კარგად ჩაატარა და დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ "პარმამ" უპრობლემოდ შეინარჩუნა ადგილი სერია A-ში. ბრაზილიელ-იტალიელი "იუვენტუსის" საკუთრებაა და ემილიურ გუნდში იჯარის წესით ითამაშა - შესაბამისად, ჯერაც გაურკვეველია, სად იასპარეზებს მომდევნო სეზონში.

ფეხბურთელის პირადი აგენტი ერნესტო ბრონძეტი პრესასთან შემდეგ კომენტარს აკეთებს: "ისეთი პირი უჩას, რომ ამაური არც "პარმაში" დარჩება და არც "იუვენტუსში" დაბრუნდება. ოთხი სერიოზული წინადადება გვაქვს და იქიდან ერთ-ერთს ავარჩევთ.

ორი იტალიური გუნდია, ორიც ინგლისური. გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობთ, რადგან ჯერ სატრანსფერო ფანჯარაც
კი არ გახსნილა. რომელ გუნდებზეა ლაპარაკი? - იტალიურების დასახელება შემიძლია, რადგან ეს ისედაც ყველასთვის ცხადია: ერთი "ნაპოლია", ხოლო მეორე "ლაციო". აი რაც შეეცება ინგლისურ გუნდებს, მხოლოდ ის შემიძლია, რომ პრემიერლიგის წარმომადგენლებზე გვაქვს საუბარი. უფრო მეტად დღეს ვერ დავკონკრეტდები, რადგან ამით შეიძლება მოლაპარაკების პროცესი შევაფერხო".

ჟურნალისტები თავად ამაურისაც დაუკავშირდნენ და მისგან შემდეგი მოისმინეს: "დიახ, ჩემით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, რომელთა შორის "ნაპოლის" გამოვარჩევდი. ვალტერ მაძარის ძალიან უნდა ჩემი დამატება და ბუნებრივია, რომ ეს მახარებს. ამ გუნდში შესანიშნავი შემტევები ასპარეზობენ, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეული მაინც ესეკილ ლავეცია. არგენტინელი გუნდის სული და გულია, რომელიც თითოეულ თამაშში მაქსიმუმს დებს.

ედინსონ კავანის ახლოს ვიცნობ, მასთან ერთად "პალერმოში" ვთამაშობდი და ვიცი მისი შესაძლებლობები. კოჭებში ეტყობოდა, რომ დიდი ფეხბურთის თამაში შეეძლო, თუმცა გასულმა სეზონმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვფიქრობ, რომ ლავეცისთან და კავანისთან ერთად კარგად შემტევ ტრიოს შევქმნიდი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული