კასანომ "მეტალისტისგან" შემოთავაზება მიიღო

AutoSharing Option
"მილანის" ფორვარდმა ანტონიო კასანომ ხარკოვის "მეტალისტში" გადასვლის წინადადება მიიღო. "მეტალისტის" პრეზიდენტი ალექსანდრ იაროსლავსკი კასანოს თავისი გუნდის გაძლიერებისთვის შესანიშნავ კანდიდატად მიიჩნევს, რომელიც გუნდს მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გასვლაში დაეხმარებოდა. ამასთან დაკავშირებით "მეტალისტი" მზადაა იტალიელს გუნდში ყველაზე მაღალი ხელაფსი შესთავაზოს.

"ძალიან მინდა კასანო "მეტალისტში" ვიხილო. დარწმუნებული ვარ, რომ მასთან ერთად ეროვნული ჩემპიონატის მოგებას შევძლებთ და "შახტარის" და "დინამოს" ჰეგემონიას დავამხობთ. ფინანსური პირობები კასანოსთვის? ეს ჩემთვის პრობლემა არაა",  - განაცხადა იაროსლავსკიმ.

თუმცა იტალიელმა ჟურნალისტებმა იქვე შენიშნეს, რომ ფორვარდს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე სურს
თამაში, ამიტომ კასანო უკრაინული კლუბის წინადადებას ალბათ არ დათანხმდება.

მომზადებულია championat.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული